მილიონ ლარზე მეტი ტრანსფერისთვის - ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში გადადის

ესპანური პრესის ინფორმაციით, გორის "დილას" უკრაინელი ფორვარდი მიკოლა კოვტალიური "სალამანკაში" გადასვლასთან ახლოსაა. 

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული კლუბი ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირის სანაცვლოდ 375 000 ევროს იხდის. 

კოვტალიუკმა, გასულ სეზონში, საქართველოს ჩემპიონატში 31 შეხვედრაში ითამაშა და 21 გოლი გაიტანა. 

რაც შეეხება "სალამანკას", გუნდი ესპანეთის მესამე დივიზიონში ასპარეზობს და 25 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს. 

გორის დილა მიკოლა კოვტალიუკი სალამანკა

მსგავსი პოსტები

მოულოდნელი ტრანსფერი - ადებაიორი გორის "დილასთვის" შეუტევს

მილიონ ლარზე მეტი ტრანსფერისთვის - ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში გადადის

გოგიტა გოგუა ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ კლუბში გადავიდა