ქართული ფეხბურთის უდიდესი სირცხვილი - თაგვები სასტუმროებში და გაუსაძლისი პირობები... სლოვაკმა ლეგიონერმა ეროვნულ ლიგას დასცინა

28 წლის სლოვაკმა მცველმა მარეკ ჰლინკამ ქუთაისის "ტორპედო" დატოვა. 

ეროვნული ლიგიდან წასვლისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ადგილობრივ პრესას საქართველოს ჩემპიონატის შესახებ ესაუბრა. 

"საქართველოს ჩემპიონატზე არანაირი პროფესიონალიზმი არ არსებობდა და ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ფეხბურთელებს თამაში არ სურდათ. 

ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ვარჯიშზე მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მოდიოდა და ვერანაირ წინსვლას ვერ ვხედავდი.

სავარჯიშო პირობები ნამდვილი კატასტროფა იყო, არ არსებობდა დარბაზი ან ნორმალური სამედიცინო მომსახურება გუნდში.

ძველი შენობები, სასადილო ოთახი და საუნა, რომელშიც შიშით შევდიოდით, სასტუმროებში კი თაგვები იატაკზე დარბოდნენ.

თითქმის არსად არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუტურა. "დინამოსა" და "ტორპედოს" თამაშს "ელ კლასიკოს" ეძახიან, თუმცა 55 ათასიან თანამედროვე სტადიონზე მოხლოდ სამასი კაცი მოდის", - ამბობს ჰლინკა. 

ჰლინკას კარიერის განმავლობაში "ბანიკის", "დუკლას", "ტრნავასა" და "ოსტრავას" ღირსება დაუცავს. "ტორპედოს" ფორმა კი 12 მატჩში მოირგო. 

ქუთაისის ტორპედო მარეკ ჰლინკა

მსგავსი პოსტები

ქართული ფეხბურთის უდიდესი სირცხვილი - თაგვები სასტუმროებში და გაუსაძლისი პირობები... სლოვაკმა ლეგიონერმა ეროვნულ ლიგას დასცინა

"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს და 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

ოფიციალურად: "დინამო თბილისმა" ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი დაიმატა