ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება

იტალიური პრესის ინფორმაციით, იანვრის სატრანსფერო პერიოდში ჯანლუიჯი დონარუმა კლუბს გამოიცვლის. 

Football italia წერს, რომ 19 წლის მეკარის გადაბარებით პსჟ არის დაინტერესებული.

უფრო მეტიც, გავრცელებული ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და ახალგაზრდა კარის დარაჯის აგენტიც ფრანგულ გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის ბოლოს ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას დაასრულებს, დონარუმა პირველ ნომრად, ხოლო ალფონსო არელოცა კი მის დუბლიორად განიხილება.

როგორც აღნიშნული წყარო წერს, პსჟ იტალიელი მეკარის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდის.  

დონარუმამ მიმდინარე სეზონში კალჩოს 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მილანი პსჟ ჯანლუიჯი დონარუმა

მსგავსი პოსტები

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა

ჯანლუიჯი ბუფონის ოფიციალური განცხადება, ითამაშებს თუ არა მომდევნო სეზონშიც

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი