ექსკლუზივი: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ბუნდესლიგაში გადასვლის ვარიანტი აქვს

Sport365.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ შესაძლოა კლუბი გამოიცვალოს. 

როგორც შევიტყვეთ, ჩვენებურის გადაბირებით, ბუნდესლიგისა და ბელგიის ჩემპიონატის კლუბები არიან დაინტერესებულნი. 

ტრანსფერის ალბათობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საკმაოდ დაბალია და დიდი ალბათობით, ის ზაფხულისთვის გადაიწევა. 

ხოჭოლავას უკრანულ კლუბში საქმეები საკმაოდ კარგად მისდის. მას კონკურენტებიც ნელ-ნელა ეცლებიან და უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლევა. 

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა "შახტარში" 2017 წელს "ჩერნომორეციდან" გადაბარგდა. 

"შახტარმა" ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მცველი იყიდა, რომელიც დავით ხოჭოლავას კონკურენტი იქნება

დავით ხოჭოლავა ულამაზეს მეუღლესთან ერთად ტაილანდში ისვენებს [PHOTO]

დავით ხოჭოლავა დონეცკის შახტარი

მსგავსი პოსტები

ექსკლუზივი: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ბუნდესლიგაში გადასვლის ვარიანტი აქვს

"არაკაცო, გაეთრიე ჩვენი ქვეყნიდან" - იაროსლავ რაკიცკი უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთეს

"რომას" დამრიგებლად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მწვრთნელი ინიშნება