სუპერ აქტიური "დინამო" - თბილისელებმა 23 იანვარს 3 ფეხბურთელი დაიმატეს და ჯამში 7 ახალწვეული ჰყავთ

ეროვნული ლიგის ბინადარმა "დინამო თბილისმა" 23 იანვარს ერთბაშად სამი ფეხბურთელის დამატების შესახებ იუწყა. 

დედაქალაქურ გუნდში  25 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპავა დაბრუნდა. მან კარიერა სწორედ "დინამოს" რიგებში 2011 წელს დაიწყო და 4 სეზონის მანძილზე ორჯერ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ორჯერ საქართველოს თასი აღმართა და ერთხელაც საქართველოს სუპერთასი.

გიორგიმ კარიერა კვიპროსულ "ნეა სალამისში" გააგრძელა. შემდეგ იყო გორის "დილა" და "რუსთავი". მან "დინამოსთან" ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

დედაქალაქელთა რიგებს 21 წლის მცველი აბდელ მეჯუბიც შეუერთდა.

ალჟირული წარმოშობის ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა კარიერა ესპანურ "კასერენიოში" დაიწყო, შემდეგ "დონ ბენიტოში" გამოდიოდა, დასრულებული სეზონი კი "გრანადას" შემადგენლობაში ჩაატარა.

ორმაგი მოქალაქეობის მცველმა სექტემბერში ალჟირის 23 წლამდე ნაკრებშიც იასპარეზა. აბდელ მეჯუბი "დინამოში" ერთწლიანი იჯარით გადავიდა. 

"დინამო თბილისის" რიგებს არგენტინელი 27 წლის ფორვარდი ანტონიო როხანო შეემატა.

როხანომ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ ხიმნასია "ლა პლატას" რიგებში დაიწყო, შემდეგ არგენტინულ "ვილა სან კარლოსა" და "სპორტივო იტალიანოში" გამოდიოდა.

ორი სეზონი ითამაშა ბოლივიური რეალ პოტოსის შემადგენლობაში. 2017/2018 სეზონი შოტლანდიურ პრემიერშიფში, "ჰამილტონის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ესპანურ "ბურხოსში" ასპარეზობდა.

ანტონიო როხანომ "დინამოსთან" ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "დინამოს" მეკარე ხოსე პერალესი, ასევე ნოდარ იაშვილი, ლევან კუტალია და გიორგი კუხიანიძეც დაემატნენ. 

ზაურ სვანაძის გუნდის რიგები კი ლაშა თოთაძემ და დემეტრე ბულისკერიამ დატოვეს. 

ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ "დინამო თბილისმა" პირველი ტრანსფერი განახორციელა

"დინამო თბილისის" მცველი ირანის ჩემპიონატში გადაბარგდა

დინამო თბილისი გიორგი პაპავა აბდელ მეჯუბი ანტონიო როხანო

მსგავსი პოსტები

"დინამო თბილისი" "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს იმატებს?

"რომან ფიფიამ კონტრაქტი შემომთავაზა, შემდეგ კი ჩემს ზარებს აღარ პასუხობდა" - დინო ჰამზიჩი "დინამო თბილისში" გადადის?

"დინამო თბილისს" ახალი მწვრთნელი ჰყავს