ცნობილია, რომელ ქალაქში და როდის უმასპინძლებს რუსეთის ნაკრები "ბორჯღალოსნებს"

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტურნირის ფარგლებში რუსეთის ნაკრები საქართველოს კრასნოდარში მიიღებს. 

მატჩი 17 მარტსაა ჩანიშნული და თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. 

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე "ბორჯღალოსნები" ასპარეზობას 2 თებერვალს დაიწყებენ და რუმინეთს ესტუმრებიან. 

ტურნირის დასკვნითი შეხვედრა კი სწორედ 17 მარტს რუსეთი - საქართველო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებების წინა დაპირისპირებაც კრასნოდარში შედგა და მაშინ "ბორჯღალოსნებმა" 29:9 იმარჯვეს. 

ბორჯღალოსნები

მსგავსი პოსტები

რუსები გვემუქრებიან - "რაგბზე ქართველებთან ანშლაგი იქნება და მათ აუცილებლად დავამარცხებთ"!

ცნობილია, რომელ ქალაქში და როდის უმასპინძლებს რუსეთის ნაკრები "ბორჯღალოსნებს"

სამი ახალი მოთამაშე - მილტონ ჰეიგმა ტონგასთან შეხვედრისთვის ორ გამოცდილ და ერთ დებიუტანტ მორაგბეს უხმო