ჯენარო გატუზოს საყვარელმა ფეხბურთელმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ ანტირეკორდი დაამყარა

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის მატჩში, სადაც "მილანმა" გასვლაზე "ჯენოას" 2:0 სძლია, "როსონერის" ნახევარმცველმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ ანტირეკორდი დაამყარა. 

მან მეტოქის კარის მიმართულებით ორჯერ დაარტყა, რის შემდეგაც მიმდინარე კალჩოში 51 დარტყმა დაუგროვდა. 

ეს კი ევროპოის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შედეგია, როდესაც 51 დარტყმის შემდეგ ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია. 

შეგახსენებთ, რომ იანვარში ჩალჰანოღლუს "ზალცბურგთან" ჰქონდა კონტრაქტი შეთანხმებული, თუმცა ჯენარო გატუზომ მას მნიშვნელოვანი მოთამაშე უწოდა და არ გაუშვა. 

მილანი ჯენარო გატუზო ჰაქან ჩალჰანოღლუ

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება