"დინამო თბილისის" მცველი ირანის ჩემპიონატში გადაბარგდა

"დინამო თბილისმა" იუწყა, რომ კლუბის მცველი ლაშა თოთაძე კარიერას ირანის ჩემპიონატში განაგრძობს. 

გუნდის ოფიციალურმა Facebook გვერდმა ფეხბურთელის მიმართვაც გაავრცელა. 

"ძალიან მიმძიმს ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ცხოვრებაში დგება ესეთი მომენტიც. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის პრეზიდენტს რომან ფიფიას, ყველა იმ მწვრთნელსა და სტაფს ვისთანაც აქ მიმუშავია. ასევე კლუბში მომუშავე ყველა თანამშრომელს, სამედიცინო სტაფს, ადმნისტრატორებს, პრეს სამსახურს, სამზარეულოს პერსონალს, დასუფთავების სამსახურს, მინდვრის მომვლელებს და უსაფრთხოების სამსახურს.

მინდა ვთქვა, რომ ეს ხალხი დიდი სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს ამ დიდ კლუბში. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი გვერდში დგომას.

მადლობა ჩვენს დიდ ოჯახს, უშუალოდ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს. დინამო იყო და იქნება ჩემს გულში".

ლაშა თოთაძემ "დინამოში" 3 სეზონი გაატარა და საქართველოს თასთან ერთად სუპერთასიც მოიგო. კლუბი მადლობას უხდის ლაშას და წარმატებას უსურვებს მომავალში.

"დინამო თბილისმა" 25 წლის ასაკში 6 გუნდში ნათამაშები ესპანელი მეკარე დაიმატა

"დინამო თბილისის" მეკარე, რომელსაც სერია A-ს კლუბები აკვირდებოდნენ, თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა

დინამო თბილისი ლაშა თოთაძე

მსგავსი პოსტები

ფოტო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო - რა გააკეთა "ტორპედოს" მწვრთნელმა "დინამოსთან" მატჩში [PHOTO]

ირინა შეიკი: საქართველოში ამის ნახვამ მე და რონალდო გაგვაოგნა

"დინამო თბილისი" "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს იმატებს?