"რატომ არ გადავედი "ლესტერში"? - საბა კვირკველიამ არშემდგარი ტრანსფერის თაობაზე ისაუბრა

მოსკოვის "ლოკომოტივისა" და საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ რუსულ პრესას ინტერვიუ მისცა, სადაც მის "ლესტერში" ტრანსფერზეც ისაუბრა. 

-ზაფხულში ამბობდნენ რომ "ლესტერში" გადადიოდით წაგიკითხავთ ამის შესახებ?

-რა თქმა უნდა, მაგრამ არვიცი, ჯერ აქ ვარ და კლუბთან კიდევ 2,5 წელი მაკავშირებს კონტრაქტი.

რასაკვირველია, ინგლისი ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია, მაგრამ საყვარელი გუნდი ინგლისის ჩემპიონატში არ მყავს - -დიდი ხანია "იუვენტსს" ვგულშემატკივრობ.

-ამბობენ რომ თქვენი წასვლა სიომინმა დაბლოკა თქვენთან მას ამაზე საუბარი ჰქონდა?

-რა ჩვენ ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია, მაგრამ თუკი იგი ჩემთან მოვიდოდა და მეტყოდა, რომ არ უნდა წავსულიყავი, ასეც გავაკეთებდი.

იმიტომ რომ მის აზრს ვენდობი და პატივს ვცემ, დარწმუნებული ვარ რომ ის ისეთ რამეს არასოდეს მირჩევს, რაც ზიანს მომაყენებს.

ვერ ვიტყვი რომ მე მასთან მუდმივად მაქვს ურთიერთობა, მაგრამ მე მას როგორც ადამიანს, ასევე როგორც მწვრთნელს, პატივს ვცემ.

თქვენ თვითონ იცით რომ სწორედ მან მაჩუქა ფეხბურთში მეორე სიცოცხლე.

"საბა კვირკველიას სანაცვლოდ რეკორდულ თანხას გვთავაზობდნენ, მაგრამ..." - რატომ დაბლოკა "ლოკომოტივმა" ქართველი მცველის ტრანსფერი

ლესტერი მოსკოვის ლოკომოტივი საბა კვირკველია

მსგავსი პოსტები

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პრემიერ ლიგის გრანდში გადადის

როგორც მოსალონდელი იყო - გიორგი ჩაკვეტაძე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი გახდა

"საბა კვირკველიას სანაცვლოდ რეკორდულ თანხას გვთავაზობდნენ, მაგრამ..." - რატომ დაბლოკა "ლოკომოტივმა" ქართველი მცველის ტრანსფერი