"მის ყველა გადაწყვეტილებას პატივს ვცემ" - გატუზომ "ჯენოასთან" მატჩში იგუაინი განაცხადში არ შეიყვანა

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის შეხვედრისთვის, სადაც "როსონერი" გასვლაზე "ჯენოას" დაუპირისპირდება, გონსალო იგუაინი განაცხადში არ შეიყვანა. 

როგორც "ლომბარდიელთა" დამრიგებელმა აღნიშნა, არგენტინელი სრულ გაუგებრიბაშია, ვარჯიშზე თავს კარგად ვერ წარმოაჩენს და ამ ეტაპზე გუნდისთვის სარგებლობის მოტანა არ შეუძლია. 

გატუზომ დაადასტურა, რომ ფეხბურთელი "ჩელსისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს და ის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც "პიპიტა" მიიღებს, პატივს სცემს. 

"ჯენოასა" და "მილანის" დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 

გონსალო იგუაინს "მილანში" მართლაც აღარ დაედგომება - მან გატუზოს ვარჯიშზე უკადრებელი აკადრა [VIDEO]

მილანი გონსალო იგუაინი ჯენარო გატუზო

მსგავსი პოსტები

"რუს ქალთან სექსს არაფერი სჯობს" - ნახეთ, "სპარტაკის" ვარსკვლავის სუპერ სექსუალური მეუღლე [PHOTO]

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება