"მე ახლა უფრო დიდი მიზანი მაქვს, ვიდრე ადრე იყო" - მორცხვი, ნამდვილი მარგალიტი და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გიორგი ჩაკვეტაძის პორტრეტი

ბელგიურმა საიტმა nieuwsblad.be საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ამომავალი ვარსკვლავის გიორგი ჩაკვეტაძის პორტრეტი გამოაქვეყნა. 

მასალა საკმაოდ საინტერესოა და გირჩევთ, ბოლომდე გაეცნოთ. 

"მიეცით 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეს ბურთი და მისი გაჩერება შეუძლებელი იქნება. მოედანს მიღმა ის მოკრძალებული მოზარდია, რომელსაც გვერდით ნაცნობი სახეები სჭირდება, რათა თავი კარგად იგრძნოს. 

"გენტმა" მისი სახით ნამდვილი მარგალიტი დაიმატა. ერთი წლის წინ ის ყველა სურათზე უკან იყო, ახლა კი პირიქითაა. 

ეს არ არის კლასიკური ინტერვიუ. ჩვენ ჩაკვეტაძეს სახლში ვეწვიეთ, რომელიც გენტის გარეუბანში მდებარეობს. 

მისაღებში სტუმრები გვეგებებიან და ხელს გვართმევენ. გიორგი ძმასთან, ომართან ერთად არის, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს. ომარი საქართველოში ქართულ ხალხურ ცეკვებს ცეკვავდა. მათ კიდევ ერთი ძმა, ირაკლი ჰყავთ. 

მათთან ერთად კიდევ ერთი ქართველი გიორგი ქვილითაია იმყოფება, რომელიც ასევე "გენტში" თამაშობს, თუმცა ამჟამად ტრავმირებულია. 

ინგლისურის გაკვეთილი

გიორგის ინგლისურს პატრიკ ლიპსის მეუღლე ასწავლის. ის ჩაკვეტაძისთვის დედასავით არის. მასთან ერთად ათვალერებს ქალაქს, კითხულობს გაზეთს და მოუწოდებს, ინგლისურად ისაუბროს. 

"მიდი გიორგი შენ შეგიძლია ისაუბრო ინგლისურად!"

ჩაკვეტაძეს ახლა შეუსრულდა 19 წელი, მაგრამ გუნდში კაპიტნის მერე ყველაზე მეტს თამაშობს. მისი მთავარი უპირატესობა ეფექტურობაა. 16 ოქტომბრის შემდეგ მას 5 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 4 "გენტის" შემადგენლობაში, მაგრამ ყაზახეთის წინააღმდეგ გატანილი გოლი მისთის განსაკუთრებული იყო და მას თავდაჯერებულობა შემატა. 

"მე ახლა უფრო დიდი მიზანი მაქვს, ვიდრე ადრე იყო", - ამბობს ჩაკვეტაძე. 

გიორგიმ ახლა ინგლისური უფრო კარგად იცის, ვიდრე ეს "გენტში" ჩამოსვლამდე იყო. მას შეკითხვის გადათარგმნა არ ესაჭიროება, თუმცა როდესაც საქმე საუბარზე მიდის, "ჩაკი" 6 წლის მორცხვ ბავშვს ემსგავსება. 

"გიორგი ნამდვილი პერფექციონისტია. მას შეცდომების დაშვების ეშინია, თუმცა მე ვეუბნები, რომ ამაში საშინელი არაფერი არ არის. ის სამაგალითო მოსწავლეა. 

მასთან კვირაში ორჯერ მოვდივარ და ინგლისურს ვასწავლი. როდესაც ტესტებს აკეთებს და 40-დან 38 ქულას იღებს, ძალიან იმედგაცრუებულია. ჩაკვეტაძეს სურს ყოველთვის მაქსიმუმს მიაღწიოს", - ამბობს ინგლისურის მასწავლებელი. 

"ჩემი აქ ყოფნა გიორგისთვის წყევლაც არის და დალოცვაც. დედაჩემი ახლა აქ ცხოვრობს და გიორგი ხშირად მოდის ჩვენთან საჭმელად, მას შეუძლია მენდოს და თუ მწვრთნელს მასთან საუბარი უნდა, მე ყოველთის იქ ვარ, მაგრამ ის ისედაც ყველაფერს იგებს", - ამბობს გიორგი ქვილითაია. 

გიორგის დედა სამჯერ იყო ჩამოსული ბელგიაში და მალე ისევ ჩამოვა, ამჯერად მამასთან ერთად. გიორგის ნაცნობი სახეები სჭირდება გარშემო, თუ ჯგუფურ 1 წლის წინ გადაღებულ ფოტოებს შეხედავთ ნახავთ, რომ გიორგი ყოველთვის უკან დგას, მაგრამ ახლა ის სულ წინ დგება.

"ჩაკვეტაძეს ნამდვილი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა კარტს ვთამაშობთ თუ ბოულინგს, ის მანამდე არ დაგანებებს თავს, ვიდრე მომგებიან პოზიციაში თავად არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გიორგი ცუდ განწყობაზე დგება", - ამბობს ქვილითაია. 

ჩაკვეტაძე ბევრს არ ლაპარაკობს, მაგრამ ბევრს იცინის. 

"ტაქტიკური წვრთნის დროს მწვრთნელმა გიორგის რაღაც ჰკითხა, მაგრამ მან ვერ უპასუხა და მხოლოდ "ეუჰ" "უჰ" უთხრა. ამის შემდეგ, როდესაც ის რამეს შემეკითხება, მეც ამ გამოთქმით ვპასუხობ და შემდეგ ბევრს ვიცინით", - ამბობს "გენტის" ფეხბურთელი ბრეჩტ დეიაგერი. 

მიეცით "ჩაკს" ბურთი და ის გაიბრწყინებს! ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მან ყაზახეთის ნაკრებში კარში კრიშტიანო რონალდოს მსგავსი ბურთი უკვე გაიტანა. მან პორტუგალიელის მსგავსად მე-7 ნომერი ამოირჩია. 

"გიორგი 19 წლის მხოლოდ აგვისტოს ბოლოს გახდა, თუმცა მოედანზე ის ნამდვილი გამოცდილი და ბრძენი ფეხბურთელივით გამოიყურება", - ამბობს ქვილითაია. 

ამბობენ, რომ ჰეინ ვანჰეზბრუკს ("გენტის" ყოფილი მწვრთნელი) მისი არ ჯეროდა, მაგრამ სკაუტმა როჯერ ჰენროტაიმ დაარწმუნა "გენტის" გენერალური მენეჯერი ეყიდა ჩაკვეტაძე.

როდესაც მწვრთნელმა გაიგო რომ ჩაკვეტაძეში "ბაიერნი" 6 მილიონს იხდიდა თქვა -  მოდი ახლავე გავყიდოთ, მაგრამ როცა გიორგის შეხვდა, ჩაიხუტა. 

თავდაპირველად ჩაკვეტაძეს კუნთების პრობლემა ჰქონდა და ვანჰეზბრუკის მწვრთნელობის ბოლო კვირებში ამიტომ არ უთამაშია, მაგრამ ის ალბათ ბოლო იქნება ვინც ჩაკვეტაძე არ დააფასა", - ნათქვამია სტატიაში. 

▶ ექსკლუზივი: დადასტურდა! - გიორგი ჩაკვეტაძეს "ბარსელონას" სკაუტები მართლაც აკვირდებიან

▶ Sport.es: გიორგი ჩაკვეტაძემ "ბარსელონას" სკაუტების მოწონება დაიმსახურა

საქართველოს ნაკრები გიორგი ჩაკვეტაძე გიორგი ქვილითაია

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა