"დინამო თბილისის" მეკარე, რომელსაც სერია A-ს კლუბები აკვირდებოდნენ, თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა

თბილისის "ლოკომოტივის" საიტმა იუწყა, რომ კლუბმა "დინამო თბილისიდან" 19 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია დაიმატა. 

ახალგაზრდა კარის დარაჯი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. ის გასულ სეზონში ძირითადი მეკარე გახლდათ, თუმცა სიკაჩის მისვლის შემდეგ სათადარიგოებში გადასვლა მოუწია. 

მან "დინამოში" ჯამში 18 მატჩი ჩაატარა. ბულისკერია საქართველოს 19 წლამდე ნაკრების წევრი და 21 წლამდე ნაკრების კანდიდატია.

ერთიც ვთქვათ, რომ "ლოკომოტივმა" ბულისკერიას 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. არადა, გასულ ზამთარს ის ამბობდა, რომ სერია A-ს კლუბები აკვირდებოდნენ...

"დინამო თბილისმა" 25 წლის ასაკში 6 გუნდში ნათამაშები ესპანელი მეკარე დაიმატა

დინამო თბილისი თბილისის ლოკომოტივი დემეტრე ბულისკერია

მსგავსი პოსტები

"დინამო თბილისი" "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს იმატებს?

"რომან ფიფიამ კონტრაქტი შემომთავაზა, შემდეგ კი ჩემს ზარებს აღარ პასუხობდა" - დინო ჰამზიჩი "დინამო თბილისში" გადადის?

"დინამო თბილისს" ახალი მწვრთნელი ჰყავს