ცნობილია, რომელ ტურნირზე იასპარეზებს შემდეგში ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე იუწყება, რომ მომავალ ტურნირზე თებერვალში იასპარეზებს. 

ქართველი ბულგარეთში ჩავა და Sofia Open-ზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 4 თებერვალს დაიწყება. 

ტურნირი 250-ქულიანი კატეგორიის გახლავთ და მასში ისეთი ცნობილი ჩოგბურთელები მონაწილეობენ, როგორებიც რობერტო ბაუტისტა-აგუტი, გაელ მონფილდი, ფერნანდო ვერდასკო და სხვები არიან. 

გასულ წელს ჩვენებურს სოფიაში არ უასპარეზია, ამიტომ წარმატების შემთხვევაში რეიტინგში წინ წასვლის საშუალება ექნება. 

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშა, სადაც მესამე წრეში გავიდა. 

"დიდი სლემის მოსაგებად სწორედ ესაა საჭირო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი ციციპასთან მარცხის შემდეგ

ნიკოლოზ ბასილაშვილი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას