გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ გერმანულ "მადებურგთან" 6 თვიან კონტრაკტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამავე კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. 32 წლის მეკარე გერმანულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მაგდებურგელები მეორე ბუნდერსლიგაში ასპარეზობენ.

"მადებურგმა" უკვე მოაწყო გიორგი ლორიას პრეზენტაცია, კიპერი 1-ნომრიან მაისურს მოირგებს.

18 ტურის შემდეგ 18 გუნდიან ჩემპიონატში "მაგდებურგი" მე-17 ადგილს იკავებს 11 ქულით.

"მაგდებურგს" გერმანიის პირველ ბუნდერსლიგაში არასდროს უასპარეზია.

ვრცელდებოდა ინფორამაცია, რომ გიორგი ლორია ყაზახურ "ტობოლში" უნდა გადასულიყო. როგორც ჩანს ქართველმა კიპერმა გერმანიაში ასპარეზობა არჩია.

გიორგი ლორია მაგდებურგი ტობოლი

მსგავსი პოსტები

გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს