ექსკლუზივი: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შესაძლოა მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატში ვიხილოთ

Sport365.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "არკას" ამომავალმა ვარსკვლავმა ლუკა ზარანდიამ შესაძლოა კარიერა საფრანგეთის, ან ჰოლანდიის უმაღლეს ლიგაში განაგრძოს. 

ჩვენი ინფორმაციით, 22 წლის ჩვენებურის ტრანსფერით აღნიშნული ჩემპიონატების რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. 

მოგეხსენებათ, ზარანდია "არკას" ერთ-ერთი ლიდერია და ის პოლონეთის ექსტრაკლასას სიმბოლურში ხშირად ხვდება. 

ზარანდია "ლოკომოტივში" თამაშობდა, "არკაში" კი 2017 წლიდან ირიცხება. 

ლუკას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული. 

"ფული ჩემთვის მთავარი არაა და ამ ლიგებიდან ნებისმიერში ვითამაშებდი" - ინტერვიუ ლუკა ზარანდიასთან

ლუკა ზარანდია

მსგავსი პოსტები

ექსკლუზივი: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი შესაძლოა მსოფლიოს წამყვან ჩემპიონატში ვიხილოთ

"ფული ჩემთვის მთავარი არაა და ამ ლიგებიდან ნებისმიერში ვითამაშებდი" - ინტერვიუ ლუკა ზარანდიასთან

ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა