"დიდი სლემის მოსაგებად სწორედ ესაა საჭირო" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი ციციპასთან მარცხის შემდეგ

ავსტრალიის ღია პირველობაზე სტეფანოს ციციპასთან მარცხის შემდეგ საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 

"მოგესალმებით მეგობრებო, რა თქმა უნდა, არ იყო ის შედეგი, რასაც მე და ჩემი გუნდი ველოდით. ამ თამაშმა კარგად დამანახა რა ეტაპზე ვიმყოფები ფსიქოლოგიურად და ზოგადად კორტზე.

ვთვლი, რომ დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად კიდევ ბევრი სწორი ნაბიჯია გასავლელი", - წერს ბასილაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და 4 სეტში - 3:6, 6:3, 6:7, 4:6 დამარცხდა. 

ფედერერთან მატჩი არ იქნება - ბასილაშვილმა ციციპასის ბარიერი ვერ დაძლია [VIDEO]

ნიკოლოზ ბასილაშვილი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას