ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებს ტოვებს? - რომელი გუნდია დაინტერესებული სლოვაკი სპეციალისტის მიწვევით

სლოვაკური კლუბის "ჟილინას" სოციალურ გვერდსა და ფანების საიტზე საინტერესო ინფორმაცია გაჩნდა. 

თუ ამ გუნდის გულშემატკივრებს დავუჯერებთ, "ჟილინამ" შესაძლოა მთავარ მწვრთნელად საქართველოს ნაკრების დამრიგებელი ვლადიმერ ვაისი მიიწვიოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის დამრიგებელ ადრიან გულას ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთერთობა აქვს და შესაძლოა, კარისკენ მიუთითონ. 

გულა ევროტურნირებისთვის საბრძოლველად შემადგენლობის გაძლიერებას მოითხოვს, რაზეც ხელმძღვანელობა უარზეა. 

შეგახსენებთ, რომ "ჟილინაში" ჩვენებური გიორგი თევაზე ირიცხება, გუნდს 34 ქულა აქვს და სლოვაკეთის ჩემპიონატზე მესამეა. 

ვლადიმერ ვაისი ჟილინა

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია

დაბრუნდებით, "კაირატში"? - ნახეთ, რა უპასუხა ვლადიმერ ვაისმა ყაზახი ჟურნალისტის შეკითხვას