"მონაკოში" ლონდონის "ჩელსის" კიდევ ერთი ფეხბურთელი გადადის

FootMercato იუწყება, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონის "ჩელსის" მცველი დავიდ ლუისი შესაძლოა "მონაკოში" გადაბარგდეს. 

საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელს სეზონის ბოლოს "არიკსტოკრატებთან" კონტრაქტი ეწურება.

"ჩელსის" ხელმძღვანელობა ახალ შრომით ხელშეკრულებაზე თანახმაა, თუმცა იმავე პირობებით, რაც ლუისს არ აწყობს.

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ მოილაპარაკებენ, 30 წლის ბრაზილიელი მცველი საფრანგეთს მიაშურებს. 

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიდან" "მონაკოში" იანვარში სესკ ფაბრეგასი უკვე გადავიდა.

მონაკო ლონდონის ჩელსი დავიდ ლუისი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"