დონარუმა კარიერას პირეოსის "ოლიმპიაკოსში" გააგრძელებს

Sky Sport Italia იუწყება, რომ "მილანის" კარის დარაჯი ანტონიო დონარუმა კარიერას "ოლიმპიაკოსში" განაგრძობს. 

მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დასკვნით სტადიაშია შესული და წესით, რამდენიმე დღეში 28 წლის კარის დარაჯი პირეოსს მიაშურებს. 

დონარუმა საბერძნეთში ერთხელ უკვე თამაშობდა და 2017 წელს "ასტერასის" ღირსებას იცავდა. 

ის "მილანის" ძირითადი მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას უფროსი ძმაა. 

მილანი ჯანლუიჯი დონარუმა ანტონიო დონარუმა პირეოსის ოლიმპიაკოსი

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება