"საქართველოში დარჩენას ტაჯიკეთში წასვლა ვარჩიე" - ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ლიგიდან ტაჯიკეთის ჩემპიონატში გადაბარგდა

26 წლის ქართველი მცველი თორნიკე ჯიმშელეიშვილი კარიერას ტაჯიკეთის ჩემპიონატის ბინადარ "ხუჯანდში" განაგრძობს. 

ის გასულ სეზონში ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა, კარიერის განმავლობაში კი "ზოოვეტში", თერჯოლის "საპოვნელაში", "მეშახტესა" და "სამგურალში" უასპარეზია. 

წარდგენის შემდეგ ჩვენებურმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

"პირველ რიგში, მინდა ყველა "ხუჯანადის" ფანს მივესალმო. ძალიან მიხარია, რომ ამ კლუბის ფეხბურთელი გავხდი. 

ორი არჩევანი მქონდა - კარიერა ან ისევ საქართველოში გამაგრძელებინა, ან ტაჯიკეთში წამოვსულიყავი.

მე მეორე ავირჩიე და ჩემი გადაწყვეტილება აბსოლიტურად გამართლებულია. 

"ხუჯანადი" ამბიციური გუნდია, რომელსაც შანსი აქვს აზიის ჩემპიონათა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. 

მინდა, რომ ამის მიღწევაში გუნდს დავეხმარო და ჩემთვის ეს ნამდვილი გამოწვევა იქნება. 

ეს ჩემი პირველი უცხოური კლუბია და მსურს, რომ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო", - აღნიშნა ჯიმშელეიშვილმა. 

"ხუჯანადი" ტაჯიკეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-2 ადგილზე გავიდა და აზიის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. 

ფოთის კოლხეთი თორნიკე ჯიმშელეიშვილი

მსგავსი პოსტები

"საქართველოში დარჩენას ტაჯიკეთში წასვლა ვარჩიე" - ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ლიგიდან ტაჯიკეთის ჩემპიონატში გადაბარგდა

ეროვნული ლიგა: "დილამ" "კოლხეთი" დაამარცხა და 5-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა