ესტონეთის ჩემპიონატის ქართველმა ლეგენდამ კლუბი შეიცვალა

28 წლის ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილის უნგრულ კლუბ "ჰონვედში" გადაბარგდა. 

ის აღნიშნულ კლუბში "ფლორადან" 6-თვიანი იჯარის წესით იასპარეზებს. 

ბეგლარიშვილი ტალინური გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და არაერთი ტიტულის მფლობელი გახდა. 

რაც შეეხება "ჰონვედს", კლუბი უნგრეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა და ევროტურნირებზე მოხვედრის შესანიშნავი შანსიც აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის ნაკრებში იასპარეზებს. 

ზაქარია ბეგლარიშვილი ჰონვედი

მსგავსი პოსტები

ამას ვინ წარმოიდგენდა? - ქართველი ფეხბურთელი მესისა და რონალდოსთან ერთად ოქროს ბუცისთვის იბრძვის

ესტონეთის ჩემპიონატის ქართველმა ლეგენდამ კლუბი შეიცვალა

ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა