ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ამომავალი ვარსკვლავის გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო ახალი კლუბის გვარმა გაიჟღერა. 

ჯერჯერობით რაიმე ოფიციალურ შეთავაზებასა და მოლაპარაკებებზე საუბარი ზედმეტია, თუმცა ფაქტი უკვე აღსანიშნავია. 

ajax.supporters.nl ამსტერდამის "აიაქსის" გულშემატკივრების საიტია, სადაც ფანები ფეხბურთელების ტრანსფერებს განიხილავენ. 

როგორც იცით, ჰოლანდიურ კლუბს, ზაფხულში ბევრი ფეხბურთელი დატოვებს.

მათ შორის, ფრენკი დე იონგი, (რომელიც უკვე "ბარსელონას" ფეხბურთელია), ჰაკიმ ზიეჩი და ნუსაირ მაზრაუი. 

გულშემატკივრები შეშთოფებას გამოთქვამენ, რომ დუშან ტადიჩი, ლასე შონე და ნახევარდაცვის სხვა წევრები უკვე ასაკში არიან შესულნი.

ყველაფერი აქედან გამომდინარე, ამსტერდამული გუნდის ფანები ახალი ტრანფერების საჭიროებას ხედავენ. 

ისინი სხვადასხვა ფეხბურთელებს შორის საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ტალანტ გიორგი ჩაკვეტაძესაც ასახელებენ. 

საინტერესოა, რომ ერთ-ერთი გულშემატკივარის ნაუბარით, კლუბში ეს ვარიანტი მართლაც განიხილება. 

როგორც იცით, "აიაქსი", აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. უპირატესობას კი აკადემიაში აღზრდილ ფეხბურთელებს ანიჭებს. 

ვნახოთ, ეს თემა დაძრულია და საინტერესოა, როგორი განვითარება მოჰყვება მას. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩაკვეტაძის დამატება სერია A-ს კლუბებსაც სურთ. 

გიორგი ჩაკვეტაძე საფრანგეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდში - ქართველ ამომავალ ვარსკვლავს ახალი ვარიანტი აქვს

გიორგი ჩაკვეტაძე კოლოსარულ თანხად გაიყიდება - ქართველი ვარსკვლავი დიდი ალბათობით, ბუნდესლიგაში გადავა

გიორგი ჩაკვეტაძე გენტი ამსტერდამის აიაქსი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა