წარმოუდგენელი ციფრები - რამდენი მილიონი დოლარის გამომუშავება შეუძლია ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობის მოგების შემთხვევაში

ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო თანხა 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 7,5 მილიონი დოლარით გაიზარდა და ჯამში 62,5 მილიონ დოლარს შეადგენს. 

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მამაკაცთა ერთეულთა თანრიგია, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გამოდის. 

მოგეხსენებათ, ჩვენებურმა, პირველ წრეში, დღეს ამერიკელ კრისტოფერ ეუბკენსს უკვე სძლია, რითაც საბანკო ანგარიში 75 000 დოლარით შეივსო. 

იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი ტურნირის გამარჯვებული გახდება, ის 4,100,000 დოლარს დაისაკუთრებს. 

გთავაზობთ თანხებს, რომელიც ბასილაშვილს ეტაპობრივად შეუძლია გამოიმუშაოს:

მეორე რაუნდში გამარჯვება - 105 000 დოლარი
მესამე რაუნდში გამარჯვება - 155 000 დოლარი
1/8-ფინალში გამარჯვება - 260 000 დოლარი
1/4-ფინალში გამარჯვება - 460 000 დოლარი
1/2-ფინალში გამარჯვება - 920 000 დოლარი
ფინალისტობა- 2,050,000 დოლარი
ტურნირის მოგება 4,100,000 დოლარი

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილს ავსტრალიის ღაი პირველობაზე კიდევ 45 ქულა აქვს დასაცავი, რასაც მეორე წრეში სტეფანო ტრავალიას დამარცხების შემთხვევაში გამოიმუშავებს.

ტურნირის მოგების შემთხვევაში, ნიკოლოზი 2000 ქულას გამოიმუშავებს, რაც ათეულის საგზურს გაუნაღდებს.

ასევე გთავაზობთ ქულებს, რომელიც ბასილაშვილს შეუძლია გამოიმუშაოს.

მესამე რაუნდში გამარჯვება - 90 ქულა
1/8-ფინალში გამარჯვება - 180 ქულა
1/4-ფინალში გამარჯვება 360 ქულა
1/2-ფინალში გამარჯვება 720 ქულა
ფინალისტობა 1200 ქულა
ტურნირის მოგება 2000 ქულა

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზს თავის კარიერაში სულ 3,479,870 დოლარი აქვს გამომუშავებული. 

ესეც ასე - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი - კრისტოფერ ეუბანკსი [VIDEO]

ნიკოლოზ ბასილაშვილი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას