ასეთი რამ ქართველ სპორტსმენზე უთქვამთ? - როგორ შეაფასა ნიკოლოზ ბასილაშვილი მომავალმა მეტოქემ

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე კრისტოფერ ეუბანკსმა ქართველთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

როგორც იცით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელს მცირე ტრავმა აწუხებს და ჟურნალისტმაც მას კითხვა ამის შესახებ დაუსვა. 

"მცირე ტრავმა მართლაც მაწუხებს, თუმცა ექიმებთან კონსულტაცია გავიარე და ხვალ კორტზე აუცილებლად გავალ. 

ეს ჩემთვის ისტორიული შანსია. შესაძლებლობა მაქვს დიდ სლემებზე ჩემი საუკეთესო შედეგი დავაფიქსირო და მეორე წრეში გავიდე.

ოცეულში მყოფი მოწინააღმდეგე არასდროს დამიმარცხებია, რაც დამატებით მოტივაციას მძენს. 

რას ვიტყოდი ნიკოლოზ ბასილაშვილზე? მას ბრწყინვალე დარტყმები აქვს, რაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან მატჩმაც დაადასტურა. 

ის შესანიშნავი ჩოგბურთელია და მასთან დაპირისპირება ჩემთვის ნამდვილი გამოწვევაა.

თუ მას დავამარცხებ, ეს დღე ჩემს კარიერაში ოქროს ასოებით ჩაიწერება", - აღნიშნა ეუბანკსმა.  

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი თავის პირველ მატჩს 14 იანვარს, თბილისის დროით ღამის 04:00 საათზე გაამართავს. 

მისი მეტოქე ეუბკანსი 22 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 171-ე ადგილს იკავებს. 

ბრწყინვალე ინფორმაცია ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით - რა მოხდა ქართველი ჩოგბურთელის მატჩამდე ერთი დღით ადრე

ნიკოლოზ ბასილაშვილი კრისტოფერ ეუბანკსი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას