მაროტა "იუვენტუსში" საქმის არევას ცდილობს - ტურინული კლუბიდან "ინტერში" ერთ-ერთი ლიდერის წაყვანა უნდა

"იუვენტუსის" თავდასხმელი პაულო დიბალა შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს.

როგორც Tuttosport ამტკიცებს, "ნერაძური", იმ შემთხვევაში თუ 25 წლის არგენტინელი "ბებერი ქალბატონიდან" აბარგებას გადაწყვეტს, მისი დამატების მთავარი მსურველი იქნება. 

ამ ტრანსფერით პირადად "ინტერის" აღმასრულებელი დირექტორი ბეპე მაროტაა დაინტერესებული.

სამხრეთამერიკელს "იუვენტუსთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.  Transfermarket-ი თავდასხმელს 110 მილიონ ევროდ აფასებს.

მიმდინარე სეზონში დიბალამ 22 მატჩი ჩატარა "იუვენტუსის" რიგებში და 7 გოლი გაიტანა.

არგენტინამ მექსიკა დაამარცხა, იკარდიმ და დიბალამ ეროვნულ ნაკრებში ჯამში 1222-წუთიანი უგოლო სერია დაასრულეს [VIDEO]

ტურინის იუვენტუსი პაულო დიბალა მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა