მექსიკიდან საქართველოში - "ტორპედომ" "ტიგრესის" 21 წლის ნახევარმცველი ინათხოვრა

 21 წლის შემტევი ნახევარმცველი რიჩარდ ლუკა "ტორპედოს" ღირსებას დაიცავს - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისური კლუბის გვერდი ავრცელებს. 

 "ტორპედოსა" და მექსიკურ "ტიგრესს" შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც წარმოშობით ბრაზილიელი ნახევარმცველი იმერულ კლუბში 1-წლიანი იჯარით გადმოვიდა.

2016 წელს რიჩარდ ლუკა ბრაზილიური "გოიასის" ღირსებას იცავდა, საიდანაც "სანტოსის" 20-წლამდელთა გუნდში გადავიდა. "სანტოსის" მერე ბრაზილიელი სწორედ მექსიკურ "ტიგრესში" გადაბარგდა.

"ტორპედოს" ახალწვეული საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და სავარჯიშო პროცესს ხვალიდან შეუერთდება.

ქუთაისის ტორპედო რიჩარდ ლუკა

მსგავსი პოსტები

ფოტო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო - რა გააკეთა "ტორპედოს" მწვრთნელმა "დინამოსთან" მატჩში [PHOTO]

ქართული ფეხბურთის უდიდესი სირცხვილი - თაგვები სასტუმროებში და გაუსაძლისი პირობები... სლოვაკმა ლეგიონერმა ეროვნულ ლიგას დასცინა

"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს და 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა