მილანის "ინტერის" ყოფილმა მცველმა "სამტრედია" დატოვა

"სამტრედია" კლუბის მონტენეგროელმა ლეგიონერმა ივან ფატიჩმა დატოვა. 

ამის შესახებ ინფორმაცია Sport365.ge-ს თავად 30 წლის მცველმა მიაწოდა. 

როგორც მან აღნიშნა, იმერულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც აღარ გაგრძელდა. 

ფატიჩი მადლობას უხდის "სამტრედიასა" და მის გულშემატკივარს და ამბობს, რომ ეს კლუბი კარგად დაამახსოვრდება. 

შეგახსენებთ, რომ "სამტრედია" ეროვნული ლიგიდან გავარდა და გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს "დინამო თბილისის" ყოფილი თავკაცი კახა კაჭარავა ჩაიბარებს. 

ჯერჯერობით უცნობია თუ სად განაგრძობს კარიერას ფატიჩი. ერთი პირობა ის მილანის "ინტერშიც" ირიცხებოდა. 

სამტრედია ივან ფატიჩი

მსგავსი პოსტები

მილანის "ინტერის" ყოფილმა მცველმა "სამტრედია" დატოვა

"საბურთალომ" ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო ლეგიონერი დაიმატა

ეროვნული ლიგა: "დინამოს" გამოუყენებელი შანსი და "ტორპედოს" გასეირნება "სამტრედიასთან"