ლევან მჭედლიძე "ემპოლის" ემშვიდობება? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით ცნობილი გუნდი ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბი შეიცვალოს. 

გავრცელებული ცნობით, ჩვენებურით, სერია B-ს ბინადარი "ლეჩე" ინტერესდება. 

"კომუნალე ვია დელ მარეს" ბინადრები უკვე დიდი ხანია ელიტაში არ ყოფილან და მიმდინარე სეზონში სერია A-ში აღზევებას აპირებენ. 

ამისთვის კი შემადგენლობის გაძლიერება აქვთ განზრახული. 

მათი მიზანია, ისეთი ფეხბურთელი გადმოიბირონ, რომელსაც იტალიურ ფეხბურთში თამაშის გამოცდილება აქვს.

"ლეჩეს" სათავეში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი ფაბიო ლივერანი უდგას. 

კლუბს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება. 

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე "ემპოლიში" 2008 წლიდან ირიცხება, 1 სეზონით კი "პალერმოში" იყო განათხოვრებული. 

ლევან მჭედლიძე ემპოლი ლეჩე

მსგავსი პოსტები

ლევან მჭედლიძე "ემპოლის" ემშვიდობება? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით ცნობილი გუნდი ინტერესდება

ლევან მჭედლიძე მესისა და რიბერის გვერდით - ქართველი ფორვარდის უდიდესი მიღწევა

"მადლობა ღმერთს, ეს დღე მალე დადგება" - "ემპოლის" ფანები მჭედლიძის შესაძლო წასვლას ხარობენ და შეურაცხყოფას აყენებენ