ქუთაისის "ტორპედომ" 25 წლის მონტენეგროელი მარცხენა მცველი დაიმატა

ქუთაისის "ტორპედოს" საიტი იუწყება, რომ კლუბის ღირსებას 25 წლის მარცხენა მცველი ნიკოლა სტიეპოვიჩი დაიცავს. 

მონტენეგროელმა მცველმა კლუბთან 2-წლიანი (1+1 სისტემით) კონტრაქტი გააფორმა.

სტიეპოვიჩი ბოლოს ალბანურ "კასტრიოტიში" იყო, რომლის შემადგენლობაშიც 17 მატჩი ჩაატარა. მანამდე კი 2010-დან 2017 წლის ჩათვლით "სუტიესკას" ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა მონტენეგროს ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის თასიც მოიგო. გარდა ამისა, იყო მონტენეგროს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც

"ტორპედო" ხვალ შეიკრიბება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. გუნდის ახალწვეული საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდანვე შეუდგება. 

ქუთაისის ტორპედო ნიკოლა სტიეპოვიჩი

მსგავსი პოსტები

ქართული ფეხბურთის უდიდესი სირცხვილი - თაგვები სასტუმროებში და გაუსაძლისი პირობები... სლოვაკმა ლეგიონერმა ეროვნულ ლიგას დასცინა

"ტორპედო" გაძლიერებას განაგრძობს და 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი დაიმატა

ოფიციალურად: "დინამო თბილისმა" ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი დაიმატა