"ამით ძალიან ამაყი ვარ" - არიენ რობენი "ბაიერნიდან" კიდევ ერთ გრანდში გადადის

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა განაცხადა, რომ "ინტერიდან" დაინტერესებით მოხარულია.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მომავალი გუნდის შესახებ, სეზონის დასრულებამდე მიიღებს. 

"ვამაყობ, რომ ჩემით ისეთი გუნდი დაინტერესდა, როგორიც "ინტერია". 

უკანასკნელი დღეები ჩემთვის და მამაჩემისთვის, (რომელიც ჩემი აგენტია), ძალიან გადატვირთული იყო. 

მთლიანად "ბაიერნზე" ვიქნები კონცენტრირებული, მაგრამ მინდა, რომ მომავალი კლუბის შესახებ გადაწყვეტილება ახალ სეზონამდე მივიღო", - აღნიშნა რობენმა. 

ჰოლანდიელს, მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის 15 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 5 გოლი გაიტანა. 

მიუნხენის ბაიერნი არიენ რობენი მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...

მეუღლე იკარდის თანაგუნდელთან ღალატობდა - იტალიურმა პრესამ კონფლიქტის მიზეზები გამოიკვლია