"რომან ფიფიამ კონტრაქტი შემომთავაზა, შემდეგ კი ჩემს ზარებს აღარ პასუხობდა" - დინო ჰამზიჩი "დინამო თბილისში" გადადის?

ჩვენთვის კარგად ცნობილმა მეკარე დინო ჰამზიჩმა შესაძლოა, კარიერა "დინამო თბილისში" გააგრძელოს. 

ამის შესახებ ბოსნიელმა კარის დარაჯმა ექსკლუზიურად Sport365.ge-ს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ლიგის ვიცე-ჩემპიონთა რიგებიდან, მას გუნდის პრეზიდენტი რომან ფიფია დაუკავშირდა. 

"ახალი წლის წინა პერიოდში ჩემით "დინამო თბილისი" იყო დაინტერესებული. 

კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ შეტყობინება მომწერა და შემომთავაზა, რომ მის კლუბში გადავსულიყავი, რაზეც თანხმდობა განვუცხადე. 

ამის შემდეგ "დინამოდან" აღარავინ შემხმიანებია. ფიფიას თავად ვურეკავდი, თუმცა ის ჩემს ზარებს აღარ პასუხობდა. 

მოლოდინის რეჟიმში ვარ. თუ თბილისურ გუნდში ტრანსფერი არ შედგა, მაშინ "ჩიხურას" დავუბრუნდები, რაც ნაკლებად მსურდა. 

საჩხერელების მიერ შემოთავაზებული კონტრაქტით კმაყოფილი არ ვარ, რადგან მათ გასამრჯელოდ წინა სეზონებთან შედარებით დაბალი თანხა შემომთავაზეს, თუმცა სხვა შემოთავაზებები არ მაქვს და თუ "დინამოს" ვარიანტი არ გამოვიდა, "ჩიხურაში" დავბრუნდები", - აღნიშნა ჰაზიჩმა. 

შეგახსენებთ, რომ ბოსნიელი კარის დარაჯი "ჩიხურას" ღირსებას 2016 წლიდან მოყოლებული იცავს. 

დინამო თბილისი საჩხერის ჩიხურა დინო ჰამზიჩი

მსგავსი პოსტები

პროგრესია ახლა ეს? - ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ევროპულ კლუბში გადავიდა, მაგრამ...

"დინამო თბილისი" "ბარსელონას" ყოფილ მეკარეს იმატებს?

ირინა შეიკი: საქართველოში ამის ნახვამ მე და რონალდო გაგვაოგნა