ბედის ირონია - რომელ გუნდში უშვებს მალკომს იჯარით "ბარსელონა"

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველი მალკომი იჯარით "ლაციოში" გადაბარგდება. 

ბრაზილიელ ფეხბურთელს კატალონიურ გუნდში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და "ბლაუგრანამაც" მისი განათხოვრება გადაწყვიტა. 

როგორც იცით, "ბარსელონამ", მალკომი, იანვარში "ბორდოდან" 41 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

ფეხბურთელი უკვე აეროპორტში იყო და რომში მიფრინავდა, რათა "ჯალოროსის" ფეხბურთელი გამხდარიყო, რა დროსაც კატალონიური გუნდიდან შეთავაზება მიიღო და მან ესპანურ კლუბში გადასვლა ამჯობინა.

ახლა ის "ლაციოს" ფეხბურთელი გახდება, რითაც "რომას" ფანებს ორმაგად შესძულდებათ. 

რომა ბარსელონა მალკომი რომის ლაციო

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

უდიდესი სკანდალი - ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული უკვე ცნობილია