სერია A-ში ნათამაშებმა ფეხბურთელმა "საბურთალოში" გადასვლას რუმინეთის ჩემპიონატის აუტსაიდერში ტრანსფერი ამჯობინა

Transfermarkt.de წერს, რომ 25 წლის მცველი კონსტანტინ ნიკა რუმინეთის ჩემპიონატის ბინადარ "კალარასში" გადაბარგდა. 

არადა, რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი ეროვნული ლიგის ჩემპიონ "საბურთალოში" გადაწყვეტილი იყო. 

როგორც ჩანს, ნიკამ სამშობლოში დარჩენა და კარიერის იქ გაგრძელება ამჯობინა. 

საინტერესოა, რომ "კალარასი" რუმინეთის ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერია და 17 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა 2013/14 წლებში იტალიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "ატალანტას", ხოლო 2014/15-წლებში "ჩეზენას" ღირსებას იცავდა. 

ამის შემდეგ რუმინელი სერია B-ს გუნდების "აველინოსა" და "ლატინაშიც" ასპარეზობდა. 

ნიკა ბუქარესტის "დინამოს" აღზრდილია, სადაც ბოლო პერიოდში ირჯებოდა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 

ასეთები თითქმის არ ხდება, მაგრამ... - "საბურთალომ" სერია A-ში 2 სეზონის განმავლობაში ნათამაშები ფეხბურთელი დაიმატა

საბურთალო კონსტანტინ ნიკა

მსგავსი პოსტები

კურტუას ქართველი ორეული - ნახეთ, რომელი ქართველი ადამიანი ჰგავს ძალიან "რეალის" მეკარეს [PHOTO]

გადაწყდა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

"დინამო თბილისის" ყოფილი მეკარე უკრაინის ჩემპიონატიდან "საბურთალოში" გადადის