საშინელი ინფორმაცია "ლეიკერსისა" და ლებრონის ჯეიმსის გულშემატკივრებისთვის

"ლეიკერსის" ლიდერი ლებრონ  ჯეიმსი იმაზე მეტ  მატჩს გამოტოვებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

AFP-ს ინფორმაციით, 34 წლის კალათბურთელი, ტრავმის გამო, მონაწილეობას  "მინესოტასა" და  "დალასთან" გასამართ შეხვედრებში ვერ მიიღებს.

საინტერესოა, რომ ლებრონი პარკეტზე დღეს უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ "ნიუ იორკთან" წაგებულ (112:119) მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. 

ყველაზე ცუდი კი ლოს-ანჟელესური კლუბის გულშემატკივართვის ის არის, რომ ჯეიმსის ტრავმა შესაძლოა, გაცილებით რთული აღმოჩნდეს და 13 იანვრამდეც კი ვერ ითამაშოს, როდესაც "ლეიკერსი" მის ყოფილ კლუბ "კლივლდენს" დაუპირისპირდება. 

"მეფემ" ტრავმა 26 დეკემბერს "გოლდენ სტეიტთან" საგარეო მატჩში მიიღო და მას შემდეგ უქმადაა. 

ლებრონ ჯეიმსი ლოს-ანჟელეს ლეიკერსი

მსგავსი პოსტები

მთელი მსოფლიო გაოგნებეულია - რა ხდებოდა კობის ვერტმფრენში ჩამოვარდნამდე 20 წუთით ადრე

"ეს რომ მომხდარიყო, კობი ცოცხალი იქნებოდა" - ამ წუთებში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება

ყველა გაოგნებულია - რა გააკეთა კობი ბრაიანტმა სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე