იტალიური პრესა: ლევან მჭედლიძე შესაძლოა 25 ნოემბერს დაბრუნდეს, თმცა ის მისთვის განსაზღვრულ სპეციალურ კურსს უნდა მიჰყვეს

საიტი Litirreno.gelocal.it საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდის ლევან მჭედლიძის ტრავმის შესახებ წერს. 

როგორც წყარო აღნიშნავს, ჩვენებური ესპანეთში იმყოფებოდა, სადაც ექიმ ხოსე მანუელ სანჩესთან კონსულტაცია გაიარა. 

მჭედლიძეს კუნთების პრობლემა აქვს, თუმცა როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, საშიში არაფერია და ქართველს მოედანზე დაბრუნება მალე შეეძლება. 

გავრცელებული ინფორმაციით, ლევანის კუნთები უბრალოდ გადატვირთული იყო და ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მას დიდი დრო გაუცდა და დაბრუნების შემდეგ კუნთები გადაეტვირთა. 

საიტი წერს, რომ მჭედლიძე შესაძლოა, უკვე 25 ნოემბერს დაბრუნდეს და "ატალანტასთან" განაცხადში იყოს. 

თუმცა ლევანი მისთვის განსაზღვრულ სპეციალურ კურსს უნდა მიჰყვეს, რომ ძალა და შესაძლებლობები მართოს. 

საქართველოს ნაკრები ლევან მჭედლიძე ემპოლი

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია