"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

დოჰას ტურნირზე უნგრელი მარტინ ფუკსოვიჩის დამარცხების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩს პრესკონფერენციაზე მის მომავალ შესაძლო მეტოქეზე კითხეს. 

როგორც იცით, ბასილაშვილისა და რუბლიოვის მატჩი სერბის შეხვედრის შემდეგ იწყებოდა და ნოლემ ჯერ არ იცოდა, თუ ვინ იქნებოდა მისი მეტოქე. 

გთავაზობთ იმ მომენტს, სადაც ის ჩვენებურის შესახებ საუბრობს. 

"სეზონის დასაწყისია და საუკეთესო კონდიცეიებისგან ალბათ ჯერ კიდევ შორს ვარ. 

ფუკსოვიჩთან მატჩის გარკვეულ ნაწილში თითქმის არაფერი გამომდიოდა, თუმცა შემდეგ ჩემი თამაში ვიპოვნე და ყვეალფერი კარგად წავიდა. 

მომავალი მეტოქე? ორივე შემთხვევაში, შევხვდები ბასილაშვილსა თუ რუბლიოვს, რთულ მატჩს ველი. 

ქართველ ჩოგბურთელს ერთხელ რომში უკვე ვეთამაშე და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ ნიჭიერია. 

ფორჰენდიდან მისი დარტყმების აღება ძალიან რთული იყო, თუმცა მაშინ მატჩი გრუნტზე ჩატარდა, ახლა კი ჰარდზეა, რაც დაპირისპირებას სხვა ელფერს სძენს. 

შემთხვევითი არაა, რომ ბასილაშვილი ტოპ 20-ის ჩოგბურთელია და კარიერაში შესანიშნავი პერიოდი აქვს", - აღნიშნა ჯოკოვიჩმა. 

შეგახსენებთ, რომ ქართველისა და სერბის მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 

ჯოკოვიჩ, მოვდივართ! - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ანდრეი რუბლიოვი ადვილად დაამარცხა და მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს დაუპირისპირდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას