გაუგებარი ტრანსფერი - ცესკ ფაბრეგასი გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში გადადის

ავტორიტეტულ ფრანგულ გამოცემა L'Équipe-ს თუ დავუჯერებთ, ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ცეკს ფაბრეგასი მომდევნო კვირაში "მონაკოში" გადაბარგდება. 

წყაროს ცნობით, შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა ეს იჯარა იქნება თუ სრულყოფილი ტრანსფერი, ჯერჯერობით უცნობია.

ესპანელ ფეხბურთელს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. 

"მონაკოში" მას ტიერი ანრი გაწვრთნის, რომელთან ერთადაც 2003-07 წლებში "არსენალში" თამაშობდა. 

ფაბრეგასმა მიმდინარე პრემიერ ლიგაში 5 მატჩში ითამაშა, თუმცა ხეირიანი ვერაფერი გააკეთა. 

რაც შეეხება "მონაკოს", ანრის გუნდს ლიგა 1-ში 13 ქულა აქვს, მე-19 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონაშია. 

მონაკო ლონდონის ჩელსი ცესკ ფაბრეგასი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"